თავში

სწორი ინიციატივაა, ეს არის ზე-პოლიტიკური, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმე - კულუმბეგოვი

სწორი ინიციატივაა, ეს არის ზე-პოლიტიკური, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმე - კულუმბეგოვი
სწორი ინიციატივაა, ეს არის ზე-პოლიტიკური, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმე - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, საქართველოში 100 ვაქცინა ცნობილი ადამიანების ვაქცინაციის კამპანიაში ჩასართავად გამოიყოს. 

ინიციატივას კულუმბეგოვი დადებითად აფასებს და წერს, რომ ეს ქვეყნის გადარჩენის საქმეა, რომელიც პოლიტიკაზე მაღლა დგას. 

"სწორი ინიციატივაა!

ეხლა ვაქცინაციის დროს გამოთქმული ყველა "გადახრილი" სიტყვა უნდა გვესმოდეს, რომ პროცესს აზიანებს მხოლოდ. ეს არის ზე-პოლიტიკური, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმე. მადლობა ყველას ვინც ამის სწორად გააზრებას ახერხებს! აიცერი!" - წერს ექიმი. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა, ვაქცინის 100 დოზა ცნობილი ადამიანებისათვის ვაქცინაციის კამპანიაში ჩასართავად გამოიყოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system