თავში

სტუდენტებისთვის ევროპის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი დაინიშნა

სტუდენტებისთვის ევროპის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი დაინიშნა
სტუდენტებისთვის ევროპის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი დაინიშნა

სტუდენტებისთვის ბუდაპეშტის მიმართულებით კიდევ ერთი ავიარეისი შესრულდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართვველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, საუბარი არ არის მხოლოდ იმ სტუდენტებზე, რომლებიც ბუდაპეშტში სწავლობენ, არამედ, აღნიშნული რეისით ისარგებლებენ სტუდენტები, რომლებიც ევროპის სხვა ქალაქებში სწავლობენ. 

„დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით. დადგინდა ახალი მიმართულება. ეს გახლავთ ბუდაპეშტი, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება და მისცემს შესძლებლობას ჩვენს სტუდენტებს, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში. ეს არ იქნებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც ბუდაპეშტში სწავლობენ, ეს იქნება მთლიანად ევროპის მიმართულებით და ბილეთის ღირებულება 199 ევროზე მეტი ვერ იქნება. რა თქმა უნდა, მოთხოვნის შესაბამისად ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system