თავში

სუბარი: ჩვენზეა დამოკიდებული როდის დამთავრდება შეზღუდვები მესტიაში

სუბარი: ჩვენზეა დამოკიდებული როდის დამთავრდება შეზღუდვები მესტიაში
სუბარი: ჩვენზეა დამოკიდებული როდის დამთავრდება შეზღუდვები მესტიაში

მესტიაში ეს ამბავი არ მოხდებოდა, პირველი ადამიანი, რომელსაც დაუფიქსირდა სიცხე, გასასინჯად ცხელების ცენტრში რომ მისულიყო, - ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ტესტირება ჩაიტაროს. 

„გუშინდელთან შედარებით, დღეს ორნახევარჯერ მეტი ტესტი გაკეთდა, დაახლოებით 900-მდე ავიდა. მგონი, ლენჯერი სრულად ამოვწურეთ. დარჩა რამდენიმე ოჯახი, რომელიც არ გამოცხადდა და ალბათ, მოვლენ ისინიც. რაიონიდან დაახლოებით 300 ადამიანია გაყვანილი კარანტინში, ბევრი ადგილზე არსებულ საკარანტინო სივრცეებში განთავსდა. ხვალისთვის იგეგმება დაახლოებით 200-მდე ადამიანის გაყვანა კარანტინში. ვფიქრობთ, კარანტინის კუთხითაც ცხელ წერტილებს ჩავაქრობთ. 

დღეს სოციალურ ქსელებში ვკითხულობდი გარკვეულ განცხადებებს, მე ვინც მომაკითხავს, არც არავინ გაბედოსო. მათ შორის ჩემი ნაცნობებიც იყვნენ. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად მალე დამთავრდება შეზღუდვები მესტიის მუნიციპალიტეტში. რამდენად ჩქარა დასრულდება გავრცელება. მესტიაში ეს ამბავი არ მოხდებოდა, პირველი ადამიანი, რომელსაც დაუფიქსირდა სიცხე, გასასინჯად ცხელების ცენტრში რომ მისულიყო.

ზუსტად არ ვიცით, დღეს რამდენი შემთხვევა გვაქვს, მიმდინარეობს კვლევა, მაგრამ 10-ზე მეტი რომ არის, ფაქტია და სავარაუდოდ, შეიძლება ბევრად მეტიც იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია გავიკეთოთ ტესტირება, ამაში სახიფათო არაფერი არ არის” - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შესვლა და გამოსვლა შეიზღუდა.

ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system