თავში

სუბარი: დღეს გავიკეთე ტესტი და გულისფანცქალით ველოდები პასუხს

სუბარი: დღეს გავიკეთე ტესტი და გულისფანცქალით ველოდები პასუხს
სუბარი: დღეს გავიკეთე ტესტი და გულისფანცქალით ველოდები პასუხს

"ხვათაშორის, დღეს გავიკეთე მეც ტესტი და გულისფანცქალით ველოდები პასუხს,"- ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

"ძალიან ბევრია დაჯარიმებები და როგორც წესი, მერე იწყება რაღაცა მოგონილი თემები და ამასაც, სამწუხაროდ, ისევ არასამთავრობოები და პოლიტიკოსები აჟღერებენ. ადამიანებს, ორგანიზაციებს აჯარიმებენ 10 000 ლარით, 3000 ლარით, ეს დაჯარიმება კი არის იმისთვის, რომ სიფრთხილე არ დავკარგოთ და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე და ეკონომიკა,"- აღნიშნა სუბარმა, რომელიც ამ დროისთვის მესტიაში იმყოფება.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შესვლა და გამოსვლა შეიზღუდა.

ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system