თავში

სუფრებზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ - გამყრელიძე

სუფრებზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ - გამყრელიძე
სუფრებზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ - გამყრელიძე

გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომელიც დღეს საქართველოშია, მოქალაქეების მეტ თვითშეგნებას მოითხოვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან საზოგადოებას თავშეყრის ნაცვლად ვაქცინაციაზე წასვლისკენ მოუწოდა.

„თუ ყველა ჩვენგანი შევასრულებთ რეკომენდაციებს, არ წავალთ ქორწილში და არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ გვექნება უნივერსიტეტისა და სკოლის დამთავრების დიდი თავყრილობები, თუ არ წავალთ და არ ვიქნებით მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც 10 ათასი ადამიანი იკრიბება, არ წავალთ კუსა და ლისის ტბებზე, თუ ყველა გავითავისებთ, რომ დღეს ცეცხლს ვეთამაშებით, ეს შედექი არ გვექნება. ქორწილისა და სხვა სურფებზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system