თავში

სუს-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

სუს-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
სუს-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს სუს-ში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, ამ დროისათვის, უწყების 38 თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი.

,,კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ თანამშრომელს, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. ტესტირება ჩაუტარდა ყველას, ვინც შემხებლობაში იყო ინფიცირებულთან. შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებულია", - აცხადებენ სუს-ში.

ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1510 გახდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 1253-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსით ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system