თავში

,,სულ ბოლომდე ხომ შევაცილე, აი ბოლოს კუთხე რომ დამენახა, ლამის ხეზე ავძვერი"

,,სულ ბოლომდე ხომ შევაცილე, აი ბოლოს კუთხე რომ დამენახა, ლამის ხეზე ავძვერი"
,,სულ ბოლომდე ხომ შევაცილე, აი ბოლოს კუთხე რომ დამენახა, ლამის ხეზე ავძვერი

დეპუტატი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ემოციებზე წერს:

,,ჩემი შვილი შევიდა გამოცდაზე და ყველაფერს იმას ვასახიერებ, რასაც უარვყოფდი და დავცინოდი.

ნუ ჯერ ხომ ვიძახდი რა უბედურებაა რომ მიყვებიან მშობლები თქო, დიდი ბიჭია თვითონ წავიდეს. 6-ზე უკვე ფეხზე ვიყავი. სულ ბოლომდე ხომ შევაცილე, აი ბოლოს კუთხე რომ დამენახა ლამის ხეზე ავძვერი. ჩუმად ხომ ვეფერებოდი და უდებილესს რჩევებს ვაძლევდი. მერე მეტაფორა და ეპითეტი დამავიწყდაო და ნერვიულად ვუხსნიდი ისე, რომ არასდროს არ ეცოდინება ამ ორი სიტყვის მნიშვნელობა. ,,აი რომ შეამკობ რა საკაიფო ეპითეტებით" ვეუბნები და ნუ მთხოვა გავჩუმდე. ბოლოს, ცხადია, ცრემლები, როგორც პირველ კლასში რომ მიდიოდა. ეხლა ვდგევარ და სამყაროს ნიშნებს ვიღებ, რომ მივხვდე როგორ წერს. გაღიმებული ადამიანი თუ ჩამივლის ესეიგი კარგად, თუ ვინმეს ჩხუბის ხმა მომესმა, ესეიგი შეცდომით შემოხაზა.

არადა სულ ვუხსნიდი, მთავარია იშრომე და მერე დაიკიდე, რა აპოკალიფსს ხატავენ ამ გამოცდებიდან თქო და მე თვითონ მოვუწყვე აპოკალიფსი.

,,დედაენაცვალოს"

P.s. რა თქმა უნდა, ჩუმად ფოტოებიც გადავუღე, მაგრამ ამაში მაინც გავუწევ ანგარიშს და არ დავდებ", - წერს ელენე ხოშტარია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system