თავში

სულ მცირე, 7-დღიანი კლების ციკლი გვჭირდება - მინისტრი

სულ მცირე, 7-დღიანი კლების ციკლი გვჭირდება - მინისტრი
სულ მცირე, 7-დღიანი კლების ციკლი გვჭირდება - მინისტრი

აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვების კლება იკვეთება, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, იმის გასარკვევად, თუ რამდენად კონტროლირებადია ვითარება, საჭიროა, სულ მცირე 7-დღიანი კლების ტენდენცია. 

„აღსანიშნავია, რომ აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლება იკვეთება, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ იძლევა დამშვიდების საფუძველს. ეპიდემიოლოგებს სჭირდებათ სულ მცირე 7-დღიანი კლების ციკლი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ვისაუბროთ რამდენად კონტროლირებადია ინფექციის გავრცელება. ამ დროისთვის, აჭარაში არის 126 ახალი ინფიცირებული, სიტუაცია კონტროლირებადია იმ მხრივ, რომ ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ კონტაქტების დადგენაზე. ლაბორატორიული ქსელი, ასევე აწარმოებს თავის საქმეს და დღის ბოლოსთვის კიდევ უფრო ნათელი სურათი გვექნება გასული პერიოდის, როდესაც ბათუმში მასობრივი ტესტირება ხდებოდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე უკვე მეორე დღეა აჭარაში იმყოფება და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 179 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 126 შემთხვევა აჭარას უკავშირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system