თავში

სულ შარში ვარ და ერთსაც მოვყვები - ვახო სანაია

​სულ შარში ვარ და ერთსაც მოვყვები - ვახო სანაია
სულ შარში ვარ და ერთსაც მოვყვები - ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში კომენდანტის საათის დროს დაჯარიმების ისტორიას იხსენებს და წერს, რომ მასზე და მის მანქანაზე საშვი დაშვებული იყო, თუმცა იმის გამო, რომ საჭესთან თავად ვერ ჯდებოდა და ამის გაკეთება მის მეუღლეს მოუწია, საპატრულო პოლიციამ მაინც დააჯარიმა. 

"სულ შარში ვარ და ერთსაც მოვყვები. მოკლედ, ასეთი ამბავი იყო. მგონი ერთი თვის წინ მოხდა. მე სამსახურებრივად მეკუთვნის საშვი. გვიან ვასრულებ ეთერს ან გადაღებაზე ვარ. ამიტომ მთავრობამ მედია არ შეზღუდა და ჩვენზე, ჯურნალისტებზე, დაუშვა ნებართვა. საშვი დაშვებულია ჩემზე და ჩვენი ოჯახის მანქანაზე. ერთხელაც, გვიან სასწრაფოდ მომიწია სამსახურში წასვლა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ბავშვი დედაჩემთან იყო და წამოსაყვანი გახდა. იქიდან გამომდინარე, რომ ძველი ავარიის გამო საჭესთან არ ვჯდები და არც მართვის მოწმობას ვიღებ, საჭესთან დაჯდა თამუნა. ესე იგი, მეც მაქვს საშვი და მანქანასაც. გაგვაჩერა პატრულმა სამსახურიდან 100 მეტრის მოშორებით. ვერ მიიღო გადაწყვეტილება, გამოიძახა მეორე ეკიპაჟი, ვერც მან გადაწყვიტა. სადღაც რეკავდნენ დაუსრულებლად. მერე პასუხს ელოდებოდნენ. ვეუბნებით გვაგვიანდება. მე -სამსახურში, თამუნას - ბავშვთან. აბა, შენც არ მომიკვდე. დიდ ხანს გვალოდინეს და ბოლოს ჯარიმა 2000 ლარი დაგვიწერეს. მერე სხვა არა ერთმა პატრულმა გვითხრა, რომ შეეძლო, არ დაეწერაო.

რატომ დავწერე ახლა ეს - ბატონი ანტონის დაბადების დღე, ბატონი ანზორის ცეკვა, რა ვიცი, კიდევ რამდენი ბატონისა და ქალბატონის საშვები... მოკლედ რა", - წერს ვახო სანაია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system