თავში

"სულ ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა" - ბუწაშვილი

"სულ ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა" - ბუწაშვილი
სულ ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა - ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ თებერვლამდე შეზღუდვების გაგრძელება არ არის გამართლებული. მისი შეფასებით, ინფიცირების მაჩვენებელი იმაზე მეტყველებს, რომ წინასაახალწლო პერიოდში რეგულაციების შემსუბუქებას დაავადების გავრცელება არ გამოუწვევია. 

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ბუწაშვილი გამოსავალს სატრანსპორტო საშუალებების დამატებაში ხედავს, რაც მგზავრების გადანაწილებას შეუწყობს ხელს. 

"უკვე საკმარისი დრო გავიდა იმის დასამტკიცებლად, რომ რეგულაციების წინასაახალწლო მოხსნამ ცუდი ეპიდემიოლოგიური შედეგი არ გამოიღო. ასე რომ, სოციალურ ქსელში სულ ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი. არც შეზღუდვების თებერვლამდე გადავადება მგონია გამართლებული. შეუძლებელია ჩვეულებრივ დღეებში იმდენი ადამიანი გაეშუროს სავაჭრო დაწესებულებებისკენ, რამდენიც დეკემბრის ბოლოს იყო. ცალკეულმა ადამიანებმაც და ბიზნესმაც ყველა პირობა შეასრულეს. ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ტრანსპორტს, კარგა ხანია ვიმეორებ, რომ უნდა გამონახულიყო გზები (და ამისთვის საკმაო დრო გვქონდა), რომ ავტობუსების რაოდენობა დამატებულიყო, რითაც დისტანციის დაცვის შესაძლებლობა გაჩნდებოდა. ასევე, თითო ავტობუსზე მომხდარიყო ერთი ისეთი კონტროლიორის უზრუნველყოფა, რომელიც ნამდვილად გაუწევდა ზედამხედველობას წესების დაცვას. ასე ავირიდებდით თავიდან ამ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ შეზღუდვას, რაც ზუსტად იმ სეგმენტს აზარალებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს,“ - წერს მაია ბუწაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system