თავში

სუს-ი ბაკურიანში საბაგიროზე პასუხისმგებელ მეწარმეს აფრთხილებს

სუს-ი ბაკურიანში საბაგიროზე პასუხისმგებელ მეწარმეს აფრთხილებს
სუს-ი ბაკურიანში საბაგიროზე პასუხისმგებელ მეწარმეს აფრთხილებს

ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი რუბლის გამოყენების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედმა "თავისუფლების ქარტიის" კომისიამ ინდივიდუალურ მეწარმეს მიმართა, აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება. ამის შესახებ report.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.  

"აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედმა, „თავისუფლების ქარტიის“ კანონით განსაზღვრულმა კომისიამ მიმართა ინდივიდუალურ მეწარმეს, არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდამრღვევების მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები", - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ბაკურიანში მყოფი დამსვენებლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ე.წ. 25-იანებზე, საბაგიროს საფასურის გადახდისას, მგზავრს ჟეტონის ან ბილეთის ნაცვლად საბჭოთა კავშირის დროინდელ ხურდა ფულს - რუბლს აძლევდნენ. 

აღნიშნულის შემდეგ ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგიროზე ბილეთების ნაცვლად საბჭოთა მონეტების გამოყენების ფაქტის შესწავლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედმა „თავისუფლების ქარტიის“ კომისიამ დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system