თავში

სუს-ი ინფორმაციას ავრცელებს - VIDEO

სუს-ი ინფორმაციას ავრცელებს - VIDEO
სუს-ი ინფორმაციას ავრცელებს - VIDEO

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მე-100 შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მე-100 შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მკაცრად დააყენეს უკანონოდ დაკავებული პირების, მათ შორის ზაზა გახელაძის, დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი.

საერთაშორისო პარტნიორების უპრეცედენტო ჩართულობას ადასტურებს შეხვედრაში ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივნის, ჰელგა მარია შმიდის მონაწილეობა.

შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას ბოლო პერიოდში გააქტიურებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენდა.

საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობები უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და მუდმივ საფრთხეს შეიცავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მე-100 შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო აქტივობების დაუყოვნებელი შეწყვეტა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system