თავში

სუს-ი: ზაზა გახელაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება არალეგიტიმურია

სუს-ი: ზაზა გახელაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება არალეგიტიმურია
სუს-ი: ზაზა გახელაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება არალეგიტიმურია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზაზა გახელაძის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს არალეგიტიმურს უწოდებს. 

„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ცხელი ხაზის საშუალებით გაგვიზიარეს ინფორმაცია, ზაზა გახელაძის უკანონო ბრალდებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ბრალდებები არის არალეგიტიმური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ცხელი ხაზის მეშვეობით აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას. ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო ბერკეტი. პროცესში ჩართულია ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აღნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. 

უწყების ინფორმაციით, პროცესში ჩართულია ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

" მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის უახლოეს დღეებში გამართვის მიმართულებით“, - აცხადებენ სუს-ში.

შეგახსნებეთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე, 11 ივლისს ე.წ. გამყოფ ხაზთან გაიტაცეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. თუმცა მანამდე ის ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system