თავში

სუს-ის უფროსი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

სუს-ის უფროსი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
სუს-ის უფროსი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჯილიან სტირკს შეხვდა.

მათ საპარლამენტო არჩევნებზე, ეუთო-ს დამკვირვებელთა მოვლინების შესახებ ისაუბრეს. ამასთან, წინასაარჩევნო პერიოდში, ქვეყანასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე მის შესაძლო გავლენაზე იმსჯელეს. გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოცანაა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი შესაძლო ქმედების პრევენცია და არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ოფისი საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, 2020 წლის 25 სექტემბერს გაიხსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system