თავში

სუსი მაჩალიკაშვილის საქმეში მონაწილე სპეცრაზმელის თვითმკვლელობას უარყოფს

სუსი მაჩალიკაშვილის საქმეში მონაწილე სპეცრაზმელის თვითმკვლელობას უარყოფს
სუსი მაჩალიკაშვილის საქმეში მონაწილე სპეცრაზმელის თვითმკვლელობას უარყოფს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სპეცრაზმელმა, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თემირლან მაჩალიკაშვილს, თავი მოიკლა. 

„აღნიშნულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ, სპეცრაზმელს თავი არ მოუკლავს“, - განუცხადეს report.ge-ს სუს-ში.

პანკისში, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, სპეცრაზმელმა, რომელმაც  თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system