თავში

სვანეთში, 3 დღეა ხანძარს ებრძვიან - PHOTO

სვანეთში, 3 დღეა ხანძარს ებრძვიან - PHOTO
სვანეთში, 3 დღეა ხანძარს ებრძვიან - PHOTO

მესამე დღეა მეხანძრე-მაშველები სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილ ხანძარს აქრობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის მიუხედავად, ტყეში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მონიტორინგზე.

უწყების ცნობით, წვიმის გამო, გრუნტიან გზაზე მძიმე ავტოტექნიკის გადაადგილება შეუძლებელია, ამიტომ დილიდან 125-მა მეხანძრე-მაშველმა ინდივიდუალური აღჭურვილობით განაახლა ქრობის სამუშაოები.

"ხანძარი ლატალის მიმდებარე ტყეში ლოკალიზებულია, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს - ბუჩქნარს, ეკალბარდს და ფოთლებს, რაც იწვევს დაკვამლიანებას." -აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system