თავში

სვანეთში, სოფელ ლატალთან ტყეს ხანძარი გაუჩნდა

სვანეთში, სოფელ ლატალთან ტყეს ხანძარი გაუჩნდა
სვანეთში, სოფელ ლატალთან ტყეს ხანძარი გაუჩნდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლატალის მიმდებარე წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა. ამის სესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი იტყობინება. 

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. ადგილზე გამოცხადდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა მოხერხდა და დაიწყო ქრობის სამუშაოები", - აცხადებენ ცენტრში. 

ასევე, სვანეთში, სოფელ დიზის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე ხანძრის ღია კერები აღარ შეინიშნება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system