თავში

სვეტიცხოვლობის გამო მცხეთაში მოძრაობა შეიზღუდება

მცხეთაში მოძრაობა შეიზღუდება
სვეტიცხოვლობის გამო მცხეთაში მოძრაობა შეიზღუდება

დღეიდან 15 ოქტომბრამდე მცხეთაში მოძრაობა შეიზღუდება. ამასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ „სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 11 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება.

კერძოდ:
- 11 ოქტომბერს, მოძრაობა აიკრძალება სამხედროს ქუჩაზე;
- 13 ოქტომბერს, 21:00 საათიდან, დაიკეტება დავით აღმაშენებლის ქუჩა;
- 14 ოქტომბერს მოძრაობა აიკრძალება მერაბ კოსტავას, მირიან მეფის და
მიხეილ მამულაშვილის ქუჩებზე.

მცხეთის შემოსასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვებით.

მოძრაობა 15 ოქტომბერს, სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებისთანავე სრულად აღდგება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system