თავში

სოფლებში, ნადირის მოგერიებისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართავა საჭირო აღარ იქნება 

სოფლებში, ნადირის მოგერიებისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართავა საჭირო აღარ იქნება 
სოფლებში, ნადირის მოგერიებისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართავა საჭირო აღარ იქნება 

“ცხოველთა სამყროს შესახებ” კანონში ცვლილება შედის, რომლის თანახმად, გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების უფლებამოსილება მუნიციპალიტეტს გადაეცემა.

მუნიციპალიტეტებს მიეცემა შესაძლებლობა, მოსახლეობასა და მათ ქონებაზე გარეული ცხოველების თავდასხმისას ან მათთვის ზიანის მიყენებისას, ოპერატიულად მიიღონ გადაწყვეტილებები და განახორციელონ გარეული ცხოველების გარემოდან გამოღება.

მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.

როგორც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა სხდომაზე განაცხადა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია საკითხებზე ოპერატიულად მოხდეს გადაწყვეტილების მიღება მუნიციპალურ დონეზე. მუნიციპალიტეტს გადაეცემა უფლებამოსილება, საკუთარ ტერიტორიაზე ასეთი პროცესები თვითონვე დაარეგულიროს, თუმცა ცალკე შეიქმნება მთავრობის დადგენილება, რომელიც გარეული ცხოველის ბუნებიდან ამოღების წესებს დაადგენს. გაიწერება გამარტივებული პროცედურები, ზედამხედველობას კი, გარემოს დაცვის სამინისტრო განახორციელებს.

ამ დრომდე გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების ნებართვას გარემოს დაცვის სამინისტრო, მუნიციპალიტეტების მიმართვის საფუძველზე გასცემდა, ამ პროცესს კი დიდი დრო სჭირდებოა, რაც მოსახლეობას ნადირის თავდასხმის საფრთხეს უქმნიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system