თავში

ელიავას ბაზრობაზე კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო

ელიავას ბაზრობაზე კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო
ელიავას ბაზრობაზე კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო

ელიავას ბაზრობაზე კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო. ტერიტორიაზე მოწყობილია მინილაბორატორიები, რომელიც ადმინისტრაციის შენობაშია განთავსებული. ბაზრობის ყველა თანამშრომელს COVID-19-ზე PCR ტესტი ჩაუტარდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, დღის განმავლობაში 500-მდე ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.

ამირან გამყრელიძის თქმით, ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება ლილოს ბაზრობაზეც.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1177 გახდა. ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანმა დაამარცხა და განკურნებულთა რაოდენობა 955 გახდა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით 17 ადამიანია გარდაცვლილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system