
ტაბახმელაში ძაღლმა 5 წლის ბავშვი გიურზასგან იხსნა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახურის ხლმძღვანელი ავრცელებს.
კომენტარებიდან ირკვევა, რომ გველმა თავად ძაღლი დაკბინა და მას ახლა მკურნალობენ.
"ყველაზე ერთგული, ყველაზე კეთილი, ყველაზე უანგარო ❤
ამ საყვარელმა არსებამ დღეს პატარა მეგობარი, ეზოში მოთამაშე 5 წლის ბავშვი გადაარჩინა გიურზას თავდასხმისგან და თავად მხოლოდ დროული სამედიცინო ჩარევით გადაურჩა სიკვდილს. ამბავი მოხდა დღეს, თბილისში, კერძოდ ტაბახმელაში.
ადამიანი ❤ " - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.