თავში

თამარ ბაჩალიაშვილის მამა: აქედან მოტყუებით გაიყვანეს და მოკლეს ბავშვი

თამარ ბაჩალიაშვილის მამა: აქედან მოტყუებით გაიყვანეს და მოკლეს ბავშვი
თამარ ბაჩალიაშვილის მამა: აქედან მოტყუებით გაიყვანეს და მოკლეს ბავშვი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა  პირველ კომენტარს აკეთებს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ თამარი მოკლულია. მამას შვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, ორი ვერსია აქვს. 

როგორც ის ამბობს, თამარს სამსახურში პრობლემები ჰქონდა და განერვიულებული ბრუნდებოდა, მეორე ვერსიით კი, შესაძლოა, თამარი მოტაცებული იყოს.

,,აქედან მოტყუებით გაიყვანეს, აწამეს და მოკლეს ბავშვი. დეტალები არ ვიცი, არ ვიცი დაზიანებები თუ აქვს, სამსახურის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყო, რომ მოდიოდა, სულ აგრესიული იყო, ორ- სამჯერ ნამტირალევი დავინახე. მეორე ვერსიას რაც შეეხება, შეიძლება ვიღაც ბიჭმა მოიტაცა", - ამბობს ბაჩალიაშვილის მამა.

ცნობისთვის, ფონიჭალიდან 5 დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყეში, ავტომობილში ნახეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system