თავში

თაკო ჩარკვიანი პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თაკო ჩარკვიანი პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თაკო ჩარკვიანი პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თაკო ჩარკვიანი ირაკლი კობახიძის მიერ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურა. "კანონი და სამართლის" ლიდერი ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. 

"17 ივნისს "ქართული ოცნების" თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა საჯაროდ შემდეგი განცხადება: "პრაიდის კვირეულის ორგანიზატორებს უარი უნდა ეთქვათ "ღირსების მარშის" ჩატარებაზე. კონტექსტის გათვალისწინებით ეს იქნებოდა პასუხისმგებლიანი განცხადება." მმართველი პარტია ხელს უშლის ლგბტქი პირებს მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობაში, მეტიც ხშირად ის ძალადობრივი ჯგუფები რომლებიც ქვიარ ადამიანების წინააღმდეგ მოქმედებენ წაქეზებულნი არიან სწორედ "ქართული ოცნების" მიერ. ჩვენ პოლიტიკური პარტია "კანონი და სამართალი" მოვითხოვთ ხელისუფლებისგან უზრუნველყოს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, რათა 5 ივლისს დაგეგმილმა "ღირსების მარშმა" რომელიც თბილისში უნდა ჩატარდეს მშვიდობიანად ჩაიაროს", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system