
,,სტრატეგია აღმაშენებლის" წევრს და საბურთალოს ოლქში მაჟორიტარ კანდიდატს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
,,ძვირფასო მეგობრებო დამიდასტურდა კოვიდი!!!
თავს უკეთ ვგრძნობ!
თუ ღმერთმა ინება გავუძლებთ!
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ !
ახლა მე არა, ჩემს ირმას უგულშემატკივრეთ ავსტრიაშია, გაიგებს და ინერვიულებს!
თავისუფლება ლომთა ხვედრია", - წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1917-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა სულ 1354-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.