თავში

ტაქსის მძღოლები სალონური ქიმწმენდის ვაუჩერს მიიღებენ

ტაქსის მძღოლები სალონური ქიმწმენდის ვაუჩერს მიიღებენ
ტაქსის მძღოლები სალონური ქიმწმენდის ვაუჩერს მიიღებენ

1 ნოემბრიდან, A კატეგორიის ტაქსის მძღოლები სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერს მიიღებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეტყობინების სახით მიუვათ ყველა სერვისცენტრის მისამართი, სადაც ისინი შეძლებენ აღნიშნული ვაუჩერის მიღებას.

კალაძის თქმით, მძღოლებს ვაუჩერის მიღება ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეეძლებათ. ის მძღოლები, რომლებიც ვაუჩერით ისარგებლებენ, საჩუქრად, კომპანია „ვიანორის“ 20%-იან ფასდაკლების ბარათს მიიღებენ.

„პირველი დღეების განმავლობაში 2000-მდე A კატეგორიის ლიცენზიანტი ტაქსის მძღოლი გადაადგილდებოდა დედაქალაქში. დღეის მდგომარეობით, 9000-მდე A კატეგორიის ტაქსი მოძრაობს ქალაქში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ციფრები ყოველდღიურად იცვლება. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ამ რეფორმის ყველა ეტაპი და ეს ეტაპები უკავშირდება როგორც უსაფრთხოებას, ასევე მომსახურების ხარისხს, ტაქსის ბაზარზე სტაბილური ეკონომიკური პირობების შექმნას და ვიზუალური სტანდარტის გაუმჯობესებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, იყოს სისუფთავე, მოწესრიგებული ტაქსი. ერთ-ერთი მექანიზმი, რომლის შექმნასაც ჩვენ ვაპირებთ, იქნება კონტროლი. კონტროლი იმისა, რომ ტაქსები იყოს მოწესრიგებული და ადამიანმა, რომელიც სარგებლობს ამ სერვისით, თავი იგრძნოს კომფორტულად და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ავტომობილი იყოს უსაფრთხო და გამართული“, – განაცხადა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system