
"კადრი : ტაქსის მძღოლი, ბაბუის ტოლა კაცი იღებს საბარგულიდან დუბინკას და მისდევს ერთ გოგოს რომელსაც ურტყამს!",- ამის შესახებ სოციალურ ქსელში თვითმხილველი წერს.
მისი თქმით, ის სპეციალურად არ დაწერს აღნიშნული გოგოს სახელს და გვარს.
ამბობს, რომ მან ამის შესახებ ხმამაღლა უნდა თქვას, რადგან ძალადობის მსხვერპლია.
როგორც პოსტშია აღნიშნული, დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ გოგოს საკმარისი თანხა არ ჰქონდა, მძღოლს ბოდიში მოუხადა და სთხოვა, რომ თანხას ანგარიშზე დაურიცხავდა.
"აღმოჩნდა რომ საკმარისი ქეში არ ქონდა ამ გოგოს და მძღოლს დიდი ბოდიში მოუხადა თხოვა თუ შეიძლება თანხას გადმოგირიცხავთო რასაც მოყვა ეს ამბავი... რომ გაიგოთ ეს გოგო ვინ არის, დარწმუნდებით რომ ნამდვილად მოუხადა ბოდიში და “არ გადაუგდია!"- წერს თვითმხილველი.