თავში

თალაკვაძემ და ზალკალიანმა ემიგრანტებთან ონლაინ-შეხვედრა გამართეს

თალაკვაძემ და ზალკალიანმა ემიგრანტებთან ონლაინ-შეხვედრა გამართეს
თალაკვაძემ და ზალკალიანმა ემიგრანტებთან ონლაინ-შეხვედრა გამართეს

საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების წევრებმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია ესწრებოდნენ. 

დისტანციურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ესპანეთის სამეფოში, იტალიაში, საბერძნეთისა და საფრანგეთის რესპუბლიკებში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, კერძოდ ისაუბრა სახლემწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს ვიზიტზე და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მნიშვნელობას, რაც წარმოადგენს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და მნიშვნელოვანია საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.

მინისტრმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებითი პროგრამებზე. 

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს, დიასპორაში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, დაიწყება კიდევ ერთი ახალი საგრანტო პროგრამა, რომელიც უწრუნველყოფს უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებს საცეკვაო კოსტიუმებითა და დასაკრავი ისტრუმენტებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system