თავში

თამარ ბაჩალიაშვილის ბებია განცხადებას ავრცელებს

თამარ ბაჩალიაშვილის ბებია განცხადებას ავრცელებს
თამარ ბაჩალიაშვილის ბებია განცხადებას ავრცელებს

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბებია, რიტა ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ის უკვე 5 წელია ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი აღარ არის. 

ის მოუწოდებს საზოგადოებას, შეწყვიტოს მიცვალებულით სპეკულირება და ქულების ჩაწერა. 

"გთხოვთ გააზიაროთ!

მე, რიტა ზურაბაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ბებია, 5 წელია, რაც აღარ ვარ ნინო ბურჯანაძის პარტიის გულშემატკივარი. მას შემდეგ, რაც წამოვედი პარტიიდან, მაშინ არ დაინტერესებულხართ ჩემით, ახლა კი, როცა მიცვალებულზე მიტინგი ჩამიტარეთ ეკლესიის ეზოში, ახლა დგახართ ჩემ გვერდით ?!
ძალიან გთხოვთ, ნუ სპეკულირებთ მიცვალებულით და ნუ ცდილობთ ამით პოლიტიკური ქულების დაწერას და ნურც ტელევიზიით გამოდიხართ!"
- წერს გარდაცვლილი გოგოს ბებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system