თავში

თამარ ჩუგოშვილი სტრასბურგში PACE-ს ხელმძღვანელობის წინაშე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს დააყენებს

თამარ ჩუგოშვილი სტრასბურგში PACE-ს ხელმძღვანელობის წინაშე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს დააყენებს
თამარ ჩუგოშვილი სტრასბურგში PACE-ს ხელმძღვანელობის წინაშე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს დააყენებს

უახლოესი სამი დღის განმავლობაში საქართველოს ბოლოჯერ წარმოვადგენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში - ამის შესახებ უმრავლესობიდან წასული დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს.  

ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტს ამ დრომდე არ შეუქმნია ახალი დელეგაცია და ამიტომ ეს ჯერ კიდევ მისი პასუხისმგებლობაა. დეპუტატი PACE-ის ხელმძღვანელობის წინაშე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის დაყენებას გეგმავს. 

"სამი წლის განმავლობაში ჩემს კოლეგებთან, თანამშრომლებთან და მეგობრებთან ერთად წარმოუდგენელი შრომა ჩავდეთ ამ საერთაშორისო სტრუქტურაში საქართველოს ღირსეულად წარმოსაჩენად და ქვეყნის იმიჯის ასამაღლებლად. საქმიანობას დელეგაციის ხელმძღვანელის სტატუსით ვასრულებ მაშინ, როდესაც ქვეყანამ თავმჯომარეობა უნდა გადმოიბაროს. მართალია, ეს სტატუსი რიგითობით გადაეცემა ქვეყნებს, თუმცა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა.

დღეს სტრასბურგში გაიმართება საზეიმო ღონისძიება, ხოლო მომავალი ორი დღის განმავლობაში მმართველი კომიტეტის და ბიუროს შეხვედრები. ვფიქრობ, მთავარი სათქმელი რაც ამ ფორმატებში მექნება, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეა, შესაბამისად სწორედ ამ საკითხს დავაყენებ PACE-ს ხელმძღვანელობის წინაშე, იმედია ეს ოდნავ მაინც დაეხმარება მას და მის ოჯახს - წერს დეპუტატი. 

თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ჩუგოშვილმა უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები მას შემდეგ დატოვა, რაც "ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვილებების პროექტი ჩააგდო.  

საქართველო დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯომარე ქვეყანა ხდება. საქართველო, თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, გადმოიბარებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system