თავში

თამარ გაბუნია: ეს კეთილსაიმედო სიმპტომია

თამარ გაბუნია: ეს კეთილსაიმედო სიმპტომია
თამარ გაბუნია: ეს კეთილსაიმედო სიმპტომია

შემთხვევების უდიდესი ნაწილი მოდის ბათუმზე, რაც ნიშნავს, რომ ეპიდემია გარკვეულწილად არის ლოკალიზებული და ლოკალიზებულის მართვა გაცილებით ადვილია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ადგილი არ აქვს გეომეტრიული პროგრესიით ზრდას, რაც კეთილსაიმედო სიმპტომია.

„შემთხვევების უდიდესი ნაწილი მოდის ბათუმზე, რაც ნიშნავს, რომ ეპიდემია გარკვეულწილად არის ლოკალიზებული და ლოკალიზებულის მართვა გაცილებით ადვილია. ბათუმში არის ბევრი შემთხვევა, მაგრამ ადგილი არ აქვს გეომეტრიული პროგრესიით ზრდას, რაც კეთილსაიმედო სიმპტომია.

მთავარი აქცენტი გადატანილია კლინიკების მართვაზე, მსუბუქი სიმპტომების პაციენტები კი ძირითადად მოთავსდებიან კოვიდსასტუმროებში. პარალელურად აჭარიდან დაიწყო ბინაზე მკურნალობის პროცესი და ამჟამად, რეგიონში 100-მდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს ბინაზე," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system