თავში

თამარ გაბუნია: შესაძლოა, ვირუსის გავრცელების პიკი არც გვქონდეს

თამარ გაბუნია: შესაძლოა, ვირუსის გავრცელების პიკი არც გვქონდეს
თამარ გაბუნია: შესაძლოა, ვირუსის გავრცელების პიკი არც გვქონდეს

რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელი კლასტერი როდის ემატება, ეს იმას ნიშნავს, რომ კონტროლდება ყველა კლასტერი. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ყველა შემთხვევა ვიცით, რასთან არის დაკავშირებული“,-  ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განუცხადა. 

თამარ გაბუნიას განმარტებით, შესაძლოა, საქართველოში, ვირუსის გავრცელების პიკი საერთოდ არც მივიღოთ და სწორედ ეს არის ყველას მიზანი.

„რაც შეეხება იმას, თუ როდის ველოდებით პიკს, სხვადასხვა მოდელი ამბობს, რომ თუ არაფერს გავაკეთებთ, პიკი მოსალოდნელია პირველი შემთხვევის გამოვლენიდან მეშვიდე-მერვე კვირაში. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არის ძალიან აქტიური სოციალური დისტანცირება, მთელი რიგი ღონიძიებები, ამიტომ მეშვიდე-მერვე კვირის პიკი, დიდი ალბათობით, გადავადდება და შესაძლოა, არც არასოდეს მივიღოთ ეს პიკი. ჩვენი მიზანიც ეს არის, იყოს ეტაპობრივი, თანმიმდევრული მატება. საუკეთესო სცენარი არის, რომ შემთხვევის მატება და გამოვლენა იყოს ეტაპობრივი“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 67 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 9 უკვე გამოჯანმრთელდა. 8 პაციენტმა კლინიკა დატოვა. ეცხრე გამოჯანმრთელებული პაციენტი, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დღეს დატოვებს. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 პაციენტი რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system