თავში

თამარ გაბუნიამ "სინოვაკით" ვაქცინაციის დაწყების თარიღი დაასახელა

თამარ გაბუნიამ "სინოვაკით" ვაქცინაციის დაწყების თარიღი დაასახელა
თამარ გაბუნიამ სინოვაკით ვაქცინაციის დაწყების თარიღი დაასახელა

სავარაუდოდ, საქართველოში „სინოვაკზე“ რეგისტრაციის პროცესი კვირის ბოლომდე დაიწყება და დაინტერესებულ პირებს ვაქცინის გაკეთება უკვე მომავალი კვირიდან შეეძლებათ, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველომ „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა მიიღო და ვაქცინაციის საბჭო მხარს უჭერს „სინოვაკის“ მანამდე გამოყენებას, ვიდრე მასზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო გადაწყვეტილება გამოქვეყნდება.

„ამ ეტაპზე უკვე არსებობს ჯანმოს ექსპერტების სტრატეგიული ჯგუფის წინასწარი დადებითი დასკვნა. შუალედური შედეგები „სინოვაკისთვის“ არის ძალიან კარგი და ასევე ისიც ცნობილია, რომ ევროპის მარეგულირებელმა ორგანომაც დაიწყო „სინოვაკის“ შესწავლა, რათა განიხილოს ევროპაში მისი აკრედიტაციის აღიარების საკითხი" - განაცხადა გაბუნიამ. 

მისი თქმით, საქართველოში „სინოვაკზე“ რეგისტრაციის პროცესი კვირის ბოლომდე დაიწყება და მსურველებს ვაქცინის გაკეთება უკვე მომავალი კვირიდან შეეძლებათ.

გაბუნიამ დასძინა, რომ „სინოვაკი“ 20-ზე მეტ ქვეყანაშია ავტორიზებული და ათობით მილიონი ადამიანია აცრილი, მათ შორის აზერბაიჯანსა და თურქეთში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system