თავში

თამარ გაბუნიას განცხადება სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ

თამარ გაბუნიას განცხადება სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ
თამარ გაბუნიას განცხადება სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ

მინდა, კარგად ავხსნათ, რას შეიძლება ნიშნავდეს გარკვეული მოთხოვნების დაყენება აცრის ვალდებულებასთან მიმართებით. აცრა არის სამედიცინო ინტერვენცია - სავალდებულო სამედიცინო ინტერვენცია ვერანაირი პირობით ვერ იქნება. თუმცა, მოთხოვნები შეიძლება, დაწესდეს ბიზნესგარემოში გარკვეული ეპიდუსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გაბუნია აცხადებს, ადამიანებს უფლება უნდა ჰქონდეთ, თავად მიიღონ გადაწყვეტილება სამედიცინო ინტერვენციის შესახებ. 

„შესაძლოა, ბიზნესგარემოში მოვითხოვოთ ვაქცინირებული პირის ყოფნა, ან პირის ყოფნა, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით ჩატარებული აქვს PCR ტესტი და ნამდვილად ვიცით, რომ ის არ არის ინფიცირებული, ასევე გადატანილი მდგომარეობა. ეს სამი პირობაა და ამ პირობიდან არჩევანის გაკეთება არის მნიშვნელოვანი. ბიზნესგარემოში შეიძლება, ეს მოთხოვნები დავაწესოთ, რაც თავის თავში მოიცავს არჩევანისა და თავისუფალი გადაწყვეტილების უფლებას, თუ რა სამედიცინო ჩარევას ჩავიტარებ მე - იქნება ეს ვაქცინაცია, ტესტირება, თუ თუნდაც, პირბადის გამოყენება.

ცალსახაა ის, რომ ადამიანს უფლება აქვს, თავად მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება სამედიცინო ინტერვენციის შესახებ. მეორე მხარეა, რა გარემოში რა მოთხოვნებს დავაყენებთ ეპიდუსაფრთხოებასთან მიმართებით. ეს მოთხოვნები აუცილებლად თავის თავში უნდა მოიცავდეს არჩევანის უფლებასა და შესაძლებლობას. კერძო სექტორი იქნება, თუ გარკვეულ სახელმწიფო უწყებებში, ჩვენ, რაღაც ეტაპზე, დავაყენებთ იმ მოთხოვნას, რაც დღესაც კეთდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system