თავში

თამარ ტალიაშვილი: შრომის ბაზარზე დეფიციტია

​თამარ ტალიაშვილი: შრომის ბაზარზე დეფიციტია
თამარ ტალიაშვილი: შრომის ბაზარზე დეფიციტია

„როდესაც გაიხსნა გერმანიაში დასაქმების პროგრამაზე კარები, ჩვენ დავინახეთ ათასობით ადამიანი ძალიან მყისიერად ჩაეწერა და მოისურვა დასაქმების ძიება საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ეს გარემოება ერთი მხრივ გასაგებია, საქართველოში დასაქმების მხრივ ვიცით, რომ დიდი გამოწვევები არის მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვიცით, რომ მთელ რიგ პროფესიებზე დასაქმების შრომის ბაზარზე არის სიმწირე და დეფიციტი კონკრეტული პროფესიული მიმართულების მხრივ",- ამის შესახებ თამარ ტალიაშვილმა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომდესაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურსა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს უსმენდნენ. 

მისი თქმით, რეალურ სივრცეში სწავლებას ვერ ანაცვლებს დისტანციური სწავლება, ეს აჩვენა ევროსაბჭოს და სხვა ორგანიზაციების კვლევამ,

"თუმცა მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ნდობა - ანუ მოსახლეობის ნდობა, რომ მათი შვილების ჯანმრთელობის უსაფრთხოება იქნება გარანტირებული იმ მექანიზმებით რომელიც დანერგილია სკოლებში", - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system