თავში

თამარი ბევრს მოსწონდა - ბაჩალიაშვილის მეგობრის პირველი კომენტარი - EXCLUSIVE

თამარი ბევრს მოსწონდა - ბაჩალიაშვილის მეგობრის პირველი კომენტარი
თამარი ბევრს მოსწონდა - ბაჩალიაშვილის მეგობრის პირველი კომენტარი - EXCLUSIVE

თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, მარიამ ვარდიაშვილის თქმით, ის თამართან ერთად თეთრწყაროში არასდროს ყოფილა. ვარდიაშვილი Report.ge-სთან პირველ კომენტარს აკეთებს და იხსნებეს, რომ ის და თამარი ახლო მეგობრები იყვნენ, თუმცა მხოლოდ უნივერსიტეტის პერიოდში. მას შემდეგ რაც თამარ ბაჩალიაშვილი საფრანგეთში წავიდა, მათი ურთიერთობა ერთმანეთის მოკითხვით შემოიფარგლებოდა. 

"თეთრიწყაროში დასასვენებლად ჩავედი ორი დღით ბიძაშვილთან და ამ დროს კორონავირუსის გამო წითელ ზონად გამოცხადდა, ამიტომ ორი თვით იქ ჩავიკეტე. სურათებს ვდებდი, ბევრი მწერდა და მკითხულობდა რა ხდებოდა, თამარმაც მომწერა და მომიკითხა. თამარი ჩემთან ერთად თეთრწყაროში არასდროს ყოფილა, მე თვითონაც არავის ვიცნობ იქ ჩემი ბიძაშვილის და ბიძის გარდა" - აღნიშნავს ვარდიაშვილი. 

როგორც მარიამი ამბობს, ისინი უნივერსიტეტში დამეგობრდნენ. მისი თქმით, თამარი სულაც არ იყო გულჩათხრობილი და საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანი იყო.

"მე და თამუნამ ერთმანეთი მეორე კურსზე გავიცანით და ვმეგობრობდით, თუმცა შემდეგ საფრანგეთში წავიდა და ის რომ ჩამოვიდა მე ჩინეთში წავედი. ამის შემდეგ ახლო ურთიერთობა აღარ გვქონდა, მხოლოდ მოკითხვებით შემოვიფარგლებოდით.  უჭკვიანესი გოგო იყო, კეთილი და კომუნიკაბელური. იდეალური გოგო იყო. ყველას ეხმარებოდა. რომ ამბობენ ჩაკეტილი და გულჩათხრობილი იყოო, ასე არაა," - აბობს მარიამი.

ვარდიაშვილი უარყოფს ბაჩანა ლობჟანიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვარდიაშვილი და ბაჩალიაშვილი გასულ წელს ბათუმში ერთად ისვენებდნენ და მათთან ერთად ორი ბიჭიც იმყოფებოდა. 

"მე და თამუნა ერთადერთხელ ვიყავთ დასასვენებლად სამი წლის წინ გუდაურში, ჩემს ძმასთან და დედასთან ერთად," - განაცხადა მარიამ ვარდიაშვილმა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სასიყვარულო ურთიერთობა თამარს ბაჩანა ლობჟანიძესთან, მარიამი ამბობს, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა და მხოლოდ ახლა გაიგო.

" თამარი ბევრ ბიჭს მოსწონდა, თუმცა თვითონ კარიერაზე იყო ორიენტირებული.  სამი წლის წინ ერთი ბიჭი მოსწონდა და იმასაც ჰქონდა გრძნობები, თუმცა სერიოზული არაფერი. ბაჩანა ლობჟანიძეს შორიდან ვიცნობდი. ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით და გამარჯობაც არასდროს მითქვამს მაგ ბიჭისთვის. შარშან, ზამთარში მომწერა შენი მეგობარი მომწონსო, თუმცა თამუნაზე არ ამბობდა და დახმარება მთხოვა. მე ვერ დავეხმარე და ამის შემდეგ კონტაქტი არ გვქონია.  ახლახანს მომწერა თამუნას ამბავზე და მითხრა ერთმანეთი გვიყვარდაო და მემუქრებოდა შენ საკითხს გამოძიებას გადავცემო, საეჭვო ხარო და დაგიბარებენო. ამათ ურთიერთობის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი. ვიცოდი,  რომ ბაჩანას ჩემი სხვა დაქალი მოსწონდა შარშან," - განაცხადა მარიამ ვარდიაშვილმა. 

შეგახსენებთ, ოჯახმა 4 აგვისტოს, საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა და გამოძიების პროცესში FBI-ს ჩართვა მოითხოვა. რის შემდეგაც მათ საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა და განუმარტა, რომ FBI-ს ჩართვის მოთხოვნა სახელწმიფოს პრეროგატივაა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system