თავში

თამარმა ატვირთა ვიდეო, რომელიც შეყვარებულთან დაშორების მიზეზი გახდა - დეა კაპანაძე

თამარმა ატვირთა ვიდეო, რომელიც შეყვარებულთან დაშორების
თამარმა ატვირთა ვიდეო, რომელიც შეყვარებულთან დაშორების მიზეზი გახდა - დეა კაპანაძე

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი, დეა კაპანაძე ამბობს, რომ თამარი დეპრესიული პიროვნება იყო და  ცუდად ყოფნის დროს ვიდეომიმართვებს წერდა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი ვიდეო, თამარის ყოფილ უფროსს, ნიკოლოზ გეჯაძეს უკავშირდებოდა. 

"თამარი გულჩათხრობილი ადამიანი იყო. დეპრესიულიც იყო, ზოგჯერ, როცა ცუდად იყო საკუთარ თავს უღებდა ვიდეოებს.

2018 წელს მან “იუთუბზე“ ატვირთა ვიდეო, სადაც საუბრობდა ნიკა გეჯაძეზე, სადაც ცალმხრივ სიყვარულზე საუბრობდა, რაც ნახა მისმა იმ დროინდელმა შეყვარებულმა და თამარის ურთიერთობა მასთან დასრულდა. თამარი ფიქრობდა, რომ მისი უფროსის მიმართ არსებული გრძნობები არ მოდიოდა მის მუშაობასთან შესაბამისობაში და ამიტომ უნდოდა წამოსვლა," - განაცხადა დეა კაპანაძემ "რუსთავი 2-თან".

ცნობისთვის, კომპანია "ზეგის" პროგრამების მენეჯერმა ნიკა გეჯაძემ მიიღო "წერილი მომავლიდან", რომელიც შესაძლოა თამარ ბაჩალიაშვილს გამოეგზავნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system