თავში

"თამარს ეს პრეპარატები არ შეუძენია" - რამიშვილის სკანდალური განცხადება - EXCLUSIVE

"თამარს ეს პრეპარატები არ შეუძენია" - რამიშვილის სკანდალური განცხადება
თამარს ეს პრეპარატები არ შეუძენია - რამიშვილის სკანდალური განცხადება  - EXCLUSIVE

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი Report.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ის პრეპარატები რაც თამარის ორგანიზმში აღმოჩნდა აფთიაქში მას არ შეუძენია. რამიშვილის თქმით, ეს პრეპარატები, სიცოცხლისთვის ყველაზე მეტად სახიფათოა. 

ადვოკატი პროკურატურიდან ითხოვს პასუხს, საიდან აღმოჩნდა წამლები გარდაცვლილის ჩანთაში და სად შეიძინა მან ისინი.  

"ის პრეპარატები რაც ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოაჩინეს მას აფთიაქში არ შეუძენია. ამას ადასტურებს ქვითრები და ჩვენებები, რომლებსაც აფთიაქში მომუშავე პერსონალი აძლევს. აფთიაქში მომუშავეები ამბობენ, რომ სიცოცხლისთვის ყველაზე საშიში პრეპარატები რაც იყო, ანუ ის ორი ცარიელი ფირფიტა რაც ჩანთაში აღმოუჩინეს, ის მათგან არ შეუძენია თამარს. ქვითრებითაც დასტურდება, რომ ეს პრეპარატები აფთიაქში ნაყიდი არ აქვს, შესაბამისად მიჩნდება კითხვა საიდან აღმოჩდნენ ისინი ჩანთაში," - განუცხადა Report.ge-ს რამიშვილმა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system