თავში

თამაზ ტყემალაძე მახათას მთაზე დაკრძალეს

თამაზ ტყემალაძე მახათას მთაზე დაკრძალეს
თამაზ ტყემალაძე მახათას მთაზე დაკრძალეს

თამაზ ტყემალაძე მახათას მთაზე, პანთეონში დაკრძალეს. ცნობილ ჟურნალისტს, ფილოლოგსა და პუბლიცისტს მისმა მეგობრებმა, მოსწავლეებმა და კოლეგებმა პატივი მიაგეს.

თამაზ ტყემალაძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ თამაზ ტყემალაძე ეწეოდა საზოგადოებრივ და პედაგოგიურ მოღვაწეობას, ტელე-რადიოკომიტეტში იყო რადიო გადაცემათა რედაქტორი, ტელევიზიის ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციის უფროსი რედაქტორი, ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა განყოფილების გამგე, ტელევიზიის ლიტერატურის ხელოვნების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი, ტელევიზიასა და რადიოში მიჰყავდა საავტორო გადაცემები. იგი მრავალი ათეული წელი იყო საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი, არაერთი გადაცემის ავტორი და წამყვანი.

თამაზ ტყემალაძე 2019 წელს ქართული ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის დაჯილდოვდა ღირსების მედლით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system