თავში

"ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული" - რას წერდა კობა დავითაშვილი გარდაცვალებამდე

"ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული" - რას წერდა კობა დავითაშვილი გარდაცვალებამდე
ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული - რას წერდა კობა დავითაშვილი გარდაცვალებამდე

დღეს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად პო­ლი­ტი­კო­სი კობა და­ვითშ­ვი­ლი გარდაიცვალა. ის იშვიათ დიაგნოზს, ე.წ. ბეხ­ტე­რევის და­ა­ვა­დე­ბას ებრძოდა, რომლის დიაგნოზიც მას 2017 წლის ივ­ლის­ში და­უს­ვეს. 

კობა დავითაშვილმა უკანასკნელი მიმართვა, აგვისტოში, საკუთარ დაბადების დღეზე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პოლიტიკოსი დახმარებას ითხოვდა. 

„ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, დღეს უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მო­მი­ლო­ცა და­ბა­დე­ბის დღე, მე კი პირ­ვე­ლად წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­თი­თა­ოდ ვერ გი­თხა­რით მად­ლო­ბა და პოსტზეც კი ვერ დავ­სვი მო­წო­ნე­ბის ნი­შა­ნი. ეს იმი­ტომ მოხ­და რომ ცუ­დად ვი­ყა­ვი და ექიმ­თან ვერ წა­ვე­დი უსახ­სრო­ბის გამო.

მაგ­რამ წინ უფრო ცუდი დღე­ე­ბი მე­ლის. საქ­მე ისაა რომ ჩემი (ბეხ­ტე­რე­ვის) და­ა­ვა­დე­ბა არ იკურ­ნე­ბა და შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ გა­და­ვად­დეს აღ­სას­რუ­ლი პრე­პა­რატ “რე­მი­კე­ი­დის” ორ თვე­ში ერთხელ გა­დას­ხმით, რო­გორც ინ­სუ­ლი­ნის ინექ­ცია კი ვერ კურ­ნავს, მაგ­რამ ავა­დებს დი­ა­ბე­ტის შე­დე­გე­ბის დად­გო­მას. ოღონდ ინ­სუ­ლი­ნი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით რე­მი­კე­ი­დის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა არ არ­სე­ბობს და მისი 1 გა­დას­ხმა 1000 აშშ დო­ლა­რი ჯდე­ბა.

ანუ თუ არ მექ­ნა თვე­ში 500 დო­ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მა­ინც, ტან­ჯვით სიკ­ვდი­ლის­თვის ვარ გან­წი­რუ­ლი. მე კი მარ­ტში სრუ­ლი­ად უმუ­შე­ვა­რი დავ­რჩი. ერთი გა­დას­ხმის ფული მე­რი­ამ ჩა­მი­რი­ცხა, მე­სა­მე­დი ვე­ტე­რან­თა დე­პარ­ტა­მენ­ტმა (დიდი მად­ლო­ბა მათ) ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ვე­რა­ფე­რი ჩა­მი­რი­ცხა არ­ცაა გა­საკ­ვი­რი, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ისე­დაც ბევ­რი ხარ­ჯი აქვს.

მე მეს­მის, რომ ყვე­ლას უჭირს და დალ­ხი­ნე­ბუ­ლი არა­ვი­ნაა, მაგ­რამ თუკი ამ დღე­ში თა­ვად სა­ხელ­მი­ფომ ჩა­მაგ­დო (წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხით) განა სა­მარ­თლი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა რომ ჯან­დაც­ვის ხარ­ჯე­ბიც სა­ხელ­მწი­ფომ გა­ი­ღოს (ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხით).

მეს­მის რომ უსი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნი ვარ, მა­ხა­სი­ა­თებს მწა­რე სი­ტყვე­ბის ლა­პა­რა­კი, ვერ ვუ­წო­ნებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ისეთ ქმე­დე­ბებს, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცია.

ალ­ბათ უმუ­შე­ვა­რიც ამი­ტომ დავ­რჩი, მაგ­რამ ნუთუ ჩემ ქვე­ყა­ნას არ სჭირ­დე­ბა ერთი ჩემ­ნა­ი­რი ენამ­წა­რე, რო­მე­ლიც მა­შინ ამო­ი­ღებს ხმას, როცა თით­ქმის ყვე­ლა სდუმს და ოპო­ზი­ცია კი კი­დევ უფრო უა­რე­სის მომ­ხრეა? ერთი სიკ­ვდი­ლი გა­ვა­თა­ვე, სა­ნამ ამ პოსტს ვწერ­დი, მაგ­რამ უკი­დუ­რეს­მა აუ­ცი­ლებ­ლო­ბამ მა­ი­ძუ­ლა. გთხოვთ გა­ა­ზი­ა­როთ, მე­გობ­რე­ბო, რომ ად­რე­სა­ტე­ბამ­დე მი­ვი­დეს”, – წერდა და­ვი­თაშ­ვი­ლი.

კობა დავითაშვილი უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ დავითაშვილის გარდაცვალების მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა.

ცნობისთვის, კობა დავითაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით და ეკონომიკის ფაკულტეტი ბიზნესის ორგანიზაციისა და მენეჯმენტის სპეციალობით.

კობა დავითაშვილი იყო 4 მოწვევის პარლამენტის წევრი, ასევე დედაქალაქის საკრებულოს წევრი 2010-2012 წლებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system