თავში

თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით GWP განცხადებას ავრცელებს

თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით GWP განცხადებას ავრცელებს
თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით GWP განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავტოსატრანსპორტო დეპარტამენტის კონტრაქტორი თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის განმარტებით, გაფიცულები არ არიან შტატიანი თანამშრომლები და ისინი კომპანიამ გარკვეული ვადით, კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად დაიქირავა.

კომპანიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თუ აღნიშნული ადამიანები კონტრაქტის პირობების დარღვევას გააგრძელებენ, კომპანია მათთან აღარ ითანამშრომლებს.

„პირველ რიგში, ეს ადამიანები არ არიან კომპანიის შტატიანი თანამშრომლები. ისინი კომპანიას კონტრაქტით ჰყავს დაქირავებული გარკვეული ვადით და კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად. მათი სამუშაო პირობები განსაზღვრულია სწორედ ამ კონტრაქტით, რომლის პირობებსაც ახლა ისინი არღვევენ თავიანთი ქმედებებით. კერძოდ, ისინი არათუ თვითონ არ ასრულებენ თავიანთ სამუშაოს, თანაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, არამედ სხვებსაც ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში, რითაც აფერხებენ კომპანიის მიმდინარე საქმიანობას და საფრთხეს უქმნიან დედაქალაქის წყალმომარაგებას.

თუ ისინი გააგრძელებენ სამუშაოებისთვის ხელის შეშლას, რაც მათთან არსებული კონტრაქტის უხეში დარღვევაა, კომპანია აღარ გააგრძელებს მათთან თანამშრომლობას“, – აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ავტოსატრანსპორტო დეპარტამენტის თანამშრომლები გაიფიცნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system