თავში

თავდამსხმელი მძევლებსა და მათი ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის

თავდამსხმელი მძევლებსა და მათი ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის
თავდამსხმელი მძევლებსა და მათი ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის

თავდამსხმელი, რომელიც გუშინ წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა წერილს ავრცელებს.

ლევან ზურაბაშვილმა წერილი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ექსკლუზიურად გადაუგზავნა. მაუწყებლის ინფორმაციით, ის მძევლად აყვანილ პირებსს და მათი ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის.

"ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს ვინც იმყოფებოდა შენობაში და მათ ოჯახის წევრებს, ვინც მიიღო სტრესი და ვინ თუ არა მათ იციან ძალიან კარგად, რომ მე არ მსურდა მათი დაზიანება. ჩემი ერთადერთი მიზანია, ხელისუფლებამ დაიწყოს ხალხზე ზრუნვა. რაც გამოიხატება აზარტული თამაშების აკრძალვასა და მკაცრ რეგულაციებში რაც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს საბანკო სესხებიდან და მაღალი საპროცენტო განაკვეთებისგან. ადამიანები დაიბრუნებენ ნორმალურად ცხოვრების უფლებას.

ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას არ აქვს საშუალება შეიძინონ საჭირო მედიკამენტები ვინაიდან კატასტროფულად მოიმატა ფასებმა და ამის ხარჯზე მდიდრდებიან კონკრეტული ადამიანები.

მე ამ იდეის გამო ვიბრძვი და ვიბრძოლებ სადაც არ უნდა ვიყო, ვინაიდან ეს არის მხოლოდ ჩემი სატკივარი და ყველამ ერთდ უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ იზრუნოს ხალხზე.

ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის", - ნათქვამია წერილში.

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი პირი, 9 მძევალთან ერთად ყუმბარით ხელში, დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system