თავში

თავდამსხმელი მოქმედი ჯარისკაცია?! - ელისო კილაძე

თავდამსხმელი მოქმედი ჯარისკაცია?! - ელისო კილაძე
თავდამსხმელი მოქმედი ჯარისკაცია?! - ელისო კილაძე

ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი სოციალურ ქსელში ზუგდიდის სპეცოპერაციას ეხმაურება. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა აქვს: 

"სპექტაკლის არ მჯერა-არც ხელისუფლების და მით უფრო,არც ოპოზიციის მხრიდან !
მაქვს თუ არა კითხვები?
დიახ,მაქვს:
კბილებამდე შეიარაღებული პირი როგორ აღმოჩნდა ზუგდიდის ცენტრში და ბანკში?
არის თუ არა თავდამსხმელი მოქმედი ჯარისკაცი ?!
რამდენი გადაუხადეს მას რეალურად და ვინ ?!
იყო თუ არა შანსი თავდამსხმელის მსხვერპლის გარეშე დაკავების ?!

ის რომ მძევლების სიცოცხლე და უსაფრთხოება იყო უპირველესი,ამაზე არ ვდაობთ !!!" - წერს კილაძე. 

შეგახსემენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system