თავში

თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია - VIDEO

თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია - VIDEO
თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია - VIDEO

თავდამსხმელი, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბიზნეს კაპიტალში" შეიჭრა და 9 მძევალი აიყვანა, ლევან ზურაბაშვილია. მან ცოტა ხნის წინ საკუთრ ფეისბუქის გვერდზე პირდაპირი ეთერი ჩართო და მაყურებლებს მოუწოდა, ტელევიზიებს ხმა მიაწვდინონ. მას აღნიშნული "ლაივი" გაეთიშა, რის შემდეგაც, პირდაპირი ეთერის ჩართვა მძევალს სთხოვა. 

თავდამსხმელი სამ მოთხოვნას ასახელებს: გაუქმდეს აზარტული თამაშები, 7 პროცენტამდე შემცირდეს საპროცენტო განაკვეთი სესხებზე, შემცირდეს წამლების ფასი. მისი თქმით, დეპუტატები პარლამენტში უნდა შევიდნენ და აღნიშნული ცვლილებები იქედან განახორციელონ. 

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობსუსაფრთხოების მიზნით, ყველა მაღაზია და კომერციული ობიექტი დაიხურა. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და კრიმინალური პოლიცია. 

შიანაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, წერეთელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბიზნეს კაპიტალის" ოფისში შეიარაღებული მძარცველი და 9 მძევალია. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ ადგილზე პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ გააკეთა. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system