თავში

თავდამსხმელმა მძევლების ნაწილი გაათავისუფლა - სპეცოპერაცია გრძელდება

თავდამსხმელმა მძევლების ნაწილი გაათავისუფლა - სპეცოპერაცია გრძელდება
თავდამსხმელმა მძევლების ნაწილი გაათავისუფლა - სპეცოპერაცია გრძელდება

წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილმა თავდამსმხმელმა, რომელსაც 9 ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი, ორი ადამიანი გაათავისუფლა. 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, შენობა დატოვა ახალგაზრდა ქალმა და შუა ხნის კაცმა. მათ გათავისუფლებას წინ უძღოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მოლაპარაკებები თავდამსხმელთან, რომელიც დაახლოებით 1 საათის წინ შევიდა შენობაში. 

ცნობისთვის, თავდამსხმელი, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბიზნეს კაპიტალში" შეიჭრა და 9 მძევალი აიყვანა, მოქალაქე ლევან ზურაბაშვილია. მან ცოტა ხნის წინ საკუთრ ფეისბუქის გვერდზე პირდაპირი ეთერი ჩართო და მაყურებლებს მოუწოდა, ტელევიზიებს ხმა მიაწვდინონ. მას აღნიშნული "ლაივი" გაეთიშა, რის შემდეგაც, პირდაპირი ეთერის ჩართვა მძევალს სთხოვა.

თავდამსხმელი სამ მოთხოვნას ასახელებს: გაუქმდეს აზარტული თამაშები, 7 პროცენტამდე შემცირდეს საპროცენტო განაკვეთი სესხებზე, შემცირდეს წამლების ფასი. მისი თქმით, დეპუტატები პარლამენტში უნდა შევიდნენ და აღნიშნული ცვლილებები იქედან განახორციელონ.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით, ყველა მაღაზია და კომერციული ობიექტი დაიხურა. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და კრიმინალური პოლიცია.

შიანაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, წერეთელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბიზნეს კაპიტალის" ოფისში შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა და მძევლად 9 ადამიანი აიყვანა. ამის შესახებ განცხადება ადგილზე მისვლის შემდეგ, პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ გააკეთა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system