თავში

თავდაცვის ძალებმა საპარაშუტო მომზადების პროგრამა დაასრულეს

თავდაცვის ძალებმა საპარაშუტო მომზადების პროგრამა დაასრულეს
თავდაცვის ძალებმა საპარაშუტო მომზადების პროგრამა დაასრულეს

თავდაცვის ძალების საპარაშუტო მომზადების სკოლაში პირველადი მომზადების პროგრამა დასრულდა. ბოლნისში ეს დღე პარაშუტით ხტომის საჩვენებელი ელემენტებით აღინიშნა. 

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასაწავლო ცენტრის ინსტრუქტორებმა პარაშუტით თავისუფალი ვარდნის ხტომა შეასრულეს და ჰაერში საქართველოს სახელმწიფო და ბოლნისის ჯვრის დროშები გაშალეს. 

პარაშუტით ხტომა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის კუთვნილი საფრენი აპარატიდან AN-2 განხორციელდა, რომელიც მარნეულის შერეული ესკადრილიიდან აფრინდა.

საპარაშუტო მომზადების სკოლაში პროგრამის სპეციალისტთა გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. რეინჯერებს პროგრამის დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system