თავში

თავდაცვის მინისტრმა ბაზებზე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

თავდაცვის მინისტრმა ბაზებზე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები
თავდაცვის მინისტრმა ბაზებზე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

თავდაცვის ძალებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სარემონტო სამუშაოები დასრულდა გენერალ კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმშიც. დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილზე მოინახულა.

"სამხედრო სასწავლებლის შენობებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. კერძოდ, სასწავლებლის საცხოვრებელ, ადმინისტრაციულ და დამხმარე ნაგებობებში სველი წერტილები განახლდა, ოთახები გარემონტდა, კანალიზაციისა და სხვა საინჟინრო ქსელებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

განახლდა სპორტული მოედნები და ტერიტორია კეთილმოეწყო. თავდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოში სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის მიზნით იმყოფებოდა. წლის ბოლომდე, თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ბაზა თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შესაბამისად იქნება გარემონტებული და მოწყობილი, რათა სამხედრო მოსამსახურეებმა კომფორტულ და ღირსეულ პირობებში იმსახურონ", - აცხადებენ სამინისტროში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system