თავში

თავდაცვის მინისტრმა დასავლეთ სარდლობის შტაბის შენობა და ყაზარმები დაათვალიერა

თავდაცვის მინისტრმა დასავლეთ სარდლობის შტაბის შენობა და
თავდაცვის მინისტრმა დასავლეთ სარდლობის შტაბის შენობა და ყაზარმები დაათვალიერა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხონში, დასავლეთ სარდლობის ტერიტორიაზე დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. მან დასავლეთ სარდლობის შტაბის შენობა და ყაზარმები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს თავდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს. 

"ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ჯუანშერ ბურჭულაძესა და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, მე-6 საარტილერიო ბრიგადის, საინჟინრო ბატალიონისა და დასავლეთ სარდლობის ტერიტორიაზე დასრულებული შენობა-ნაგებობები დაათვალიერა.

ხონში მდებარე მე-6 საარტილერიო ბრიგადის, საინჟინრო ბატალიონის და დასავლეთ სარდლობის ტერიტორიაზე ყაზარმების სრული შიდა და გარე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. ყველა შენობა უმაღლესი სტანდარტით მოეწყო და აღიჭურვა სველი წერტილებით, დამონტაჟდა კონდიცირება - ვენტილაციის სისტემები, სრულად განახლდა ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საკანალიზაციო და საინჟინრო ქსელებს, მოხდა გარე ფასადების რეკონსტრუქცია, ტერიტორიის გამწვანება და გარე განათების დამონტაჟება", - ნათქვამია გავრცელებულ ცნობაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system