თავში

თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

"დელტა-ში" წარმოებული ახალი სადაზვერვო მანქანა სრულად აკმაყოფილებს თავდაცვის ძალების მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, 330 ცხენის ძალის მქონე ძრავით აღჭურვილი სადაზვერვო ჯავშანმანქანა სხვადასხვა კალიბრის ვაზნებისგან დაცვას უზრუნველყოფს და შვიდ სამხედრო მოსამსახურეზეა გათვლილი.

"მანქანას მოასფალტებულ გზაზე 110 კილომეტრის განვითარების შესაძლებლობა აქვს და ტექნიკურად 60 სანტიმეტრიანი თხრილის, 40 სმ სიმაღლის ვერტიკალური საფეხურის და მოუმზადებლად 80 სმ სიღრმის წყლის დაბრკოლების გადალახვა შეუძლია. პროექტის მიხედვით, ახალ ჯავშანმანქანაზე, შესაძლებელია სხვადასხვა სადაზვერვო აღჭურვილობისა და დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულის დამონტაჟება.

"დელტა" სხვადასხვა დანიშნულებისა და შესაძლებლობების ჯავშანტექნიკას აწარმოებს, სადაზვერვო მანქანის აღნიშნული მოდელი კი, ცენტრში პირველად დამზადდა. სამომავლოდ იგეგმება სადაზვერვო ჯავშანტექნიკის სერიული წარმოება და ექსპორტზე გატანა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system