თავში

თავდაცვის სამინისტრო ტვ "პირველს" პასუხობს

თავდაცვის სამინისტრო ტვ "პირველს" პასუხობს
თავდაცვის სამინისტრო ტვ პირველს პასუხობს

"ტელეკომპანია „ტვ პირველი“ განაგრძობს ცილისმწამებლურ და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომლის რეალური მიზანია, ჩრდილი მიაყენოს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თავდაცვის უწყებაში გატარებულ ღონისძიებებს სამხედროებისათვის საუკეთესო კვებითი პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

სახელმწიფო ორგანოს განმარტებით, ბრალდებები სამხედროების უხარისხო კვებით მომარაგებასა თუ მომწოდებელ კომპანიებთან თითქოსდა დადებულ საეჭვო გარიგებებზე, არის აბსურდული.

"განმარტავთ, რომ ყველის მომწოდებელ კომპანია „ალპურთან“ არსებული ხელშეკრულება, გამოვლენილი დარღვევების გამო, 2020 წლის დეკემბერში შეწყდა, რაც კონტროლისა და შემოწმების არსებული ეფექტური სისტემის შედეგად იქნა აღმოჩენილი და მოცემული პროდუქცია მყისიერად ამოღებული იქნა ჯარის კვების რაციონიდან.

საკვების გამრავალფეროვნებასთან, ადგილობრივი, ქართული ხორცით და სხვა ნაწარმით უზრუნველყოფასთან ერთად, ხარისხის კონტროლი მინისტრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რის გასაუმჯობესებლადაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა. ხარისხის კონტროლი ხორციელდება, მათ შორის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტროში საკვები პროდუქციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სპეციალურად შეიქმნა „სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი“, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის, სამზარეულო ინვენტარის, მარაგების, ინფრასტრუქტურის მაღალ ხარისხს, ადგენს ნატოს სტანდარტებს და ახორციელებს ხარისხის მონიტორინგს. ასევე, გაძლიერდა სხვა მაკონტროლებელი მექანიზმებიც. შესაბამისად, ყველა ხარვეზის აღმოფხვრა ხდება უსწრაფესად და სრულადაა დაცული სამხედროების მაღალი კვებითი სტანდარტები", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system