თავში

"თავი დაირეგულირეთ" - აქცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან

"თავი დაირეგულირეთ" - აქცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან
თავი დაირეგულირეთ - აქცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან

"თავი დაირეგულირეთ", "არ გვინდა თქვენთან კომუნიკაცია", "თავისუფალი სიტყვის რეგულირების კომისია" - ამ შინაარსის ბანერებით კომუნიკაციების კომისიის შენობასთან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა აქცია გამართეს.

ისინი მარეგულირებელი კომისიის მიერ "მთავარი არხის" 111 903 ლარით დაჯარიმების ფაქტს აპროტესტებდნენ. 

აქტივისტები აღნიშნულ გადაწყვეტილებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებდნენ და კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის გადადგომას, ასევე ჯარიმის გაუქმებას მოითხოვენ.

"ყოველთვის გამოვალთ ქუჩაში და გამოვიყენებთ ყველა გზას იმისთვის, რომ კრიტიკული აზრი გავავრცელოთ. მმართველმა პარტიამ მარეგულირებელი კომისიის სადამსჯელო რაზმის ხელით დაასანქცირა "მთავარი არხი" 112 ათასი ლარით და ეს უპრეცედენტო ჯარიმა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ "ქართული ოცნება" დგამს ნაბიჯს იმისთვის, რომ საქართველო დაუახლოვდეს რუსეთს, შეგვეცვალოს ჩვენი პროდასავლური კურსი და ეს არის ნაბიჯი რუსული ავტორიტარიზმისკენ, ამიტომ ვართ დღეს აქ", - განაცხადა "სირცხვილიას" წევრმა, ნოდარ რუხაძემ.

ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიამ "მთავარი არხი" 17 და 18 ნოემბერს, არაწინასაარჩევნო პერიოდში 3 პოლიტიკური რეკლამის ეთერში კანონდარღვევით განთავსების გამო 111 903 ლარით დააჯარიმა.

ერთ-ერთი ვიდეორგოლი, რომელიც "მთავარმა არხმა" ეთერში გაუშვა მოძრაობა "სირცხვილიას" ეკუთვნის და მასში "ქართული ოცნების" დეპუტატების სახეები ვლადიმერ პუტინის სახედ გარდაიქმნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system